fbpx
საზოგადოება

ათენი: ქალი საკუთარი სახლის აივნიდან გადმოვარდა და უვნებელი გადარჩა

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საკუთარი სახლის აივნიდან დღეს დილით გადმოვარდა.

როგორც ირკვევა, ინციდენტი ათენში, კერძოდ კი პერისტერის ტერიტორიაზე, დილის საათებში მოხდა. ქალი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან გადმოვარდნის დროს აივნის ზედა ნაწილზე დაეცა, რომელიც გადახურული იყო და მისი შეკავება მოხდა.

დადასტურებული ინფორმაციით, ის სრულიად უვნებელია და მძიმე დაზიანებები არ აქვს მიღებული.

ამ დრომდე უცნობი რჩება, იყო ეს უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობის მცდელობა.

 

 

onalem

ტესტ