fbpx
საზოგადოება

“აქ მამა ვერ პოულობს სამუშაოს, რამდენიც უნდა ეძებოს” – 9 წლის ემიგრანტი ბიჭი ბერძნულ სასამართლოს დახმარებას სთხოვს

ბერძენი ადვოკატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელმაც საზოგადოება შეძრა. საუბარია ემიგრანტ მამა-შვილზე, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან ომს გამოექცა, თუმცა, საბერძნეთში უკეთესი არაფერი დახვდა. მამაკაცი ყოველდღიურად იბრძვის, რომ სამუშაო იშოვოს, მაგრამ ამაოდ… ის არ საუბრობს არც ბერძნულ და არც ინგლისურ ენებზე, სწორედ ამიტომ მისმა 9 წლის შვილმა გადაწყვიტა, რომ ბერძნული სასამართლოსთვის თხოვნით თავად მიემართა.

9 წლის ალ რაი სასამართლოში მამასთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ სურს მამაკაცს მასზე მეურვეობა ოფიციალურად მიანიჭონ, რათა სხვა ქვეყანაში ერთად წასვლა შეძლონ. მცირეწლოვანი ბერძნულად საუბრობს, რადგან ირაკლიოს სკოლაში სწავლობს და ამ უპირატესობის გამოყენება გადაწყვიტა.

“გასაოცარია, მაგრამ ასეთმა პატარა ბიჭმა შეძლო და გვაგრძნობინა, რომ ის არის ცხოვრების კაპიტანი. ის არის ცხოვრების მაგალითი ყველა ჩვენგანისთვის. მან იცის, რომ დედა და ძმა ომში, სირიაში მოუკვდა, მაგრამ ვინაიდან მისი მამა ბერძნულად არ ლაპარაკობს, ის სასამართლოში თვად მივიდა და ამბობს, რომ მეურვეობა სჭირდებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ  მამაკაცმა სამსახური იპოვოს სხვა ქვეყანაში,” წერს ადვოკატი, რომელიც ირაკლიოს სასამართლოზე აღნიშნული საქმისთვის დაიბარეს.

“აქ მამა ვერ პოულობს სამუშაოს, რამდენიც უნდა ეძებოს, საბერძნეთიდან წასვლა მხოლოდ ამიტომ გვინდა,” თქვა 9 წლის ბიჭმა.

სასამართლო საკითხს აუცილებლად განიხილავს.

onalem

ტესტ