fbpx
საზოგადოება

ამინდის საგანგებო პროგნოზი – ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი საბერძნეთში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ საბერძნეთში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი. განსაკუთრებით რთული ვითარება იქნება შემდეგ ტერიტორიებზე:

იონიის კუნძულებზე, ეპირუსსა და დასავლეთ სტერეაში იწვიმებს შაბათს საღამოდან კვირას დილამდე.

აღმოსავლეთ პელოპონისოში იწვიმებს კვირას, დილიდან საღამომდე.

საკის არნაუტოღლუს ცნობებით, აღნიშნულ ტერიტორიებზე მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და მოერიდოს გარეთ გადაადგილებას.

onalem

ტესტ