fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

16-დან 30 ოქტომბრამდე უფასო რევმატოლოგიური შემოწმება საბერძნეთის მასშტაბით

საბერძნეთის რევმატოლოგთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კონკრეტული პერიოდის მანძილზე რევმატოლოგიური შემოწმება უფასო იქნება.

რევმატულმა დაავადებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ყველა ასაკის ადამიანზე, მათ შორის ბავშვებსაც კი. დადგენილია, რომ დაახლოებით 2,500,000 ბერძენს აქვს გარკვეული რევმატული დაავადებები. არსებობს 150-ზე მეტი რევმატული დაავადება და იყოფა 4 კატეგორიად: დეგენერაციული დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, კრისტალოგენური ართრიტი და მეტაბოლური დაავადებები.

სწორედ აღნიშნული საფრთხეებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ 16-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, 39 ექიმი-რევმატოლოგი უფასოდ მოემსახურება ადამიანებს და ჩაუტარებს მათ შესაბამის შემოწმებას. საუბარია შემდეგ ტერიტორიებზე: ათენი, ეგიო, ალექსანდრუპოლი, ამალიადა, თესალონიკი, იოანინა, კავალა, ლესვოსი, კარდიცა, კომოტინი, ლივადია, მიტილინი, ასევე, პატრა, პირეა, სერესი, სპარტა, ტრიკალა, ხიოსი.

თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე კლინიკის სანახავად, სადაც უფასო ვიზიტი შეგიძლიათ განახორციელოთ ექიმთან, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://ere.gr/

onalem

ტესტ