fbpx
კრიმინალი

სასტიკი მკვლელობა ხალხის თვალწინ ათენში – კადრები პერისტერიდან

პერისტერიში, ცნობილი ბერძენი მსახიობის კუთვნილ კაფეში ახალგაზრდა მამაკაცი, ხალხის თვალწინ, სამი გასროლით მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საღამოს მსხვერპლი პერიკლეუს გამზირზე, აღნიშნულ კაფეში იჯდა, როდესაც იქ ორი მამაკაცი მოტოციკლით მივიდა. ერთ-ერთმა მას სამჯერ ესროლა, ორი თავში, ხოლო ერთი ტყვია ზურგის არეში.

სხვა წყაროზე დაყრდნობით კი, გარდაცვლილი და მისი მკვლელი ერთად ისხდნენ, მოგვიანებით გატეხილი ბერძნულით ხმამაღლა საუბარი დაიწყეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა სამჯერ ისროლა და შემდეგ ორ პირთან ერთად მოტოციკლით გაიქცა.

ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, თვითმხილველები კი ნანახით შოკურ მდგომარეობაში არიან.

ინციდენტის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი.

onalem

ტესტ