fbpx
კრიმინალი

ათენი: ვის ეკუთვნის კაფე, სადაც გუშინ მამაკაცი ხალხის თვალწინ ჩაცხრილეს?!

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ ათენში, კერძოდ, პერისტერიში მდებარე კაფეში ახალგაზრდა მამაკაცს, ხალხის თვალწინ, სამჯერ ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა და ინციდენტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაფე, სადაც მკვლელობა მოხდა, ბერძნული კინოსა და თეატრის მსახიობს, მანოს პაპაიანისს ეკუთვნის.

ადგილზე მყოფები აცხადებენ, რომ მკვლელი და მსხვერპლი ერთად ისხდნენ, როცა შეკამათება მოუვიდათ და ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს სამჯერ ესროლა, თუმცა, მანამდე უთხრა: “კარგი, წავალ და მოვიტან.”

სწორედ ამის შემდეგ დაბრუნდა და მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ის სროლის შედეგად მაგიდაზე დაემხო.

მანოს პაპაიანი

onalem

ტესტ