fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: მამაკაცი მაღაზიაში ხრახნით შეიჭრა, ერთი კრუასანი მოიპარა და გაიქცა

თესალონიკის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელიც ამავე დროს კაფეც არის, “ძარცვა” მოხდა. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ეს შეიარაღებული ძარცვა იყო, თუ არ გავითვალისწინებთ დამნაშავის “ნადავლს”.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მაღაზიაში შუახნის მამაკაცი შეიჭრა, რომელიც ხრახნით იყო შეიარაღებული და თანამშრომელს დაემუქრა, შემდეგ, როცა დარწმუნდა, რომ თანამშრომელი ადგილიდან არ იძვროდა, ერთი კრუასანი მოიპარა და გაიქცა. სულ ეს იყო, რაც მას მაღაზიიდან უნდოდა გაეტანა.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და მიმდინარეობს გამოძიება, რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენა მოხდეს, ოფიცრების ხელშია ვიდეო-მასალა, რომელზეც ჩანს, როგორ გადაადგილდება ის ქალაქის ცენტრში.

onalem

ტესტ