fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ჩემი შვილი ალკოჰოლიზმისგან დასახსნელად სპეციალურ ცენტრში მივიყვანე, ნამდვილ დემონს შეებრძოლა” – ანა ვისი სოფია კარველაზე

ცნობილი მომღერალი, ანა ვისი ტასოს ტრიფონოს გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ თემაზე ისაუბრა. საკითხი ეხება მის გოგონას, სოფია კარველას, რომელიც როგორც ცნობილია, ალკოჰოლს ებრძოდა და ამისთვის სპეციალურ ცენტრშიც კი გაიარა რეაბილიტაცია. ვისი დეტალურად ჰყვება ამ რთული პერიოდის შესახებ:

“ერთად წავედით იმ სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც უნდოდა რომ ეს პროცესი გაევლო და ალკოჰოლისგან გათავისუფლებულიყო. მახსოვს, როდესაც ამ ცენტრში მე დავრეკე და ვიზიტი დავნიშნე, მითხრეს: “თავად უნდა მოვიდეს ადგილზე და ხელი მოაწეროს, რომ უნდა რეაბილიტაციის გავლა, მხოლოდ თქვენი სურვილი და აზრი არაფერს ნიშნავს”. ეს ძალიან სწორი მიდგომაა და მომწონს, ურთულესი პერიოდი გვქონდა, განსაკუთრებით სოფიასთვის. 

მე, ზოგადად, სასტიკი არ ვარ, მაგრამ ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია გაძლება. მჯერა, რომ რწმენითა და სურვილით ყველაფრის გადატანა შესაძლებელია. ყოველდღე ვხედავდი, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდებოდა და სწორედ ამან გადაფარა ის წყენა და დარდი, რაც იქამდე მქონდა გულში. ჩვენ არ ვართ დაბადებული, რომ ყოველთვის ბედნიერები ვიყოთ, ხშირად ვართ უკმაყოფილო ცხოვრებაში, მაგრამ ყველაფერი ისევ ჩვენით უნდა შევცვალოთ. 

ყველა ადამიანი გადის რაღაც პერიოდში რაიმე დამოკიდებულებას, არსებობს ვინმე, ვინც რამე წვრილმანზე მაინც არ არის დამოკიდებული?! ამ დროს გვგონია, რომ თუ ცუდ ხერხს მივმართავთ, რაიმე შეიცვლება და გვეშველება. ჩემი შვილი ნამდვილ დემონს შეებრძოლა. ყველაფერს ვპატიობ მას, რადგან მისი დედა ვარ, ამით ყველაფერი ნათქვამია,” ამბობს ვისი.

onalem

ტესტ