fbpx
პოლიტიკა

1 ნოემბერს კირიაკოს მიცოტაკი და ΣΥΡΙΖΑ-ს ახალი პრეზიდენტი, სტეფანოს კასელაკი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან

მთავრობის სპიკერმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 1-ელ ნოემბერს კირიაკოს მიცოტაკი პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს ოპოზიციური პარტიის ახალ პრეზიდენტთან, სტეფანოს კასელაკისთან.

შეხვედრა დაიგეგმა პარლამენტში, პრემიერის ოფისში, მას შემდეგ, რაც ორი პარტიის ლიდერმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი თავად სტეფანოს კასელაკია და არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ კირიაკოს მიცოტაკის. სტეფანოს კასელაკიმ შეხვედრისკენ მოწოდება გაუგზავნა როგორც ΠΑΣΟΚ-ის, ასევე, ΚΚΕ-ს ლიდერებს. როგორც ჩანს, კასელაკის ამ დრომდე მხოლოდ მიცოტაკი გამოეხმაურა.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის პრემიერი მეორე დღეს, 2 ნოემბერს, ჩინეთში ვიზიტს გეგმავს, სადაც პრეზიდენტს, ჩინელ კოლეგასა და სახალხო კონკრესის თავმჯდომარეს შეხვდება.

onalem

ტესტ