fbpx
საბერძნეთი

შეუდარებელი ელენი მენეღაკი 54 წლის გახდა! კოლეგების სიურპრიზი სტუდიაში

დღეს ბერძნული სატელევიზიო სივრცის ვარსკვლავი, ელენი მენეღაკი 54 წლის გახდა. ცხადია, ტელეწამყვანს ასაკი საერთოდ არ ეტყობა და ყოველთვის ბრწყინავს ეკრანზე. მისი დაბადების დღე 29 ოქტომბერს იყო, მაგრამ ვინაიდან გადაცემა დღეს გავიდა ეთერში, კოლეგებმა სიურპრიზი სწორედ დღეს დაახვედრეს და ულამაზესი ყვავილები მიართვეს.

მენეღაკის სატელევიზიო კარიერა ჯერ კიდევ 1991 წელს იწყება და რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, მას შემდეგ პოპულარობას არ კარგავს. პაუზა ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ 2020-2021 წლებში, როდესაც 15 წლიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა ცისფერი ეკრანი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სივრცე მისი განუყოფელი ნაწილია – დაბრუნდა და აქტიურ მუშაობას შეუდგა.

onalem

ტესტ