fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მგზავრმა ასაფრენად მზად მყოფი თვითმფრინავის გაჩერება მოითხოვა

რეისზე, თესალონიკი-ათენი, უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როდესაც პილოტმა თვითმფრინავი დაძრა და ასაფრენ ბილიკზე სვლა დაიწყო, ერთ-ერთი მგზავრი პანიკაში ჩავარდა და ხომალდის დაუყოვნებლივ გაჩერებას ითხოვდა.

ირკვევა, რომ ის პროტესტს ბორტზე მგზავრთა დიდი რაოდენობის გამო გამოთქვამდა და მიიჩნევდა, რომ ასეთ პირობებში კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხე მაღალი იყო. მგზავრი პანიკურ მდგომარეობაში ჩავარდა, ყვიროდა და კომპანია Aegean-ს არასწორი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდა.

თვითმხილველთა თქმით, ისინიც და გამცილებლებიც მის დამშვიდებას ცდილობდნენ, თუმცა, არაფერმა გაჭრა და პილოტი იძულებული გახდა, რომ თვითმფრინავი საწყის ადგილას დაებრუნებინა, რათა მგზავრი ბორტიდან ჩამოსულიყო და შემდეგ ნახევარი საათის დაგვიანებით გაფრინდა.

 

onalem

ტესტ