fbpx
საბერძნეთი

დაგვიანებული ფრენები და საათობით მომლოდინე მგზავრები – პრობლემა, რომელმაც ევროპული მასშტაბი მიიღო

ფრენების შეფერხებასთან დაკავშირებული პრობლემა უკვე ფართო ევროპულ სახეს იღებს და პარალელურად, ათასობით მგზავრში იწვევს სასოწარკვეთას, რომლებიც ხედავენ, რომ დანიშნულების ადგილისკენ წასასვლელი ხომალდი მიწიდან რამდენიმე საათის მანძილზე არ იძვრის.

ათენის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები ჯერ კიდევ ზაფხულის რიტმში მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ ბევრია იმ რეისების რაოდენობაც, რომლებიც დიდი ხნის დაგვიანებით ხორციელდება. როგორც აეროპორტის თანამშრომელი აცხადებს, საკმარისია მცირე დაყოვნებაც კი, თუნდაც 5 წუთი ჩასხდომისას, რომ ხშირ შემთხვევაში საჰაერო მოძრაობის კონტროლის ცენტრი იძულებულია, რომ გაფრენის ახალი დრო გამოსცეს. ეს, ცხადია, იწვევს დაგვიანებას და თვითმფრინავები დანიშნულების ადგილას არ ჩადიან დროულად.

თუმცა, ამას გარდა, არსებობს კიდევ სხვა პრობლემებიც, რომელთა გამოც რეისები დროულად არ ხორციელდება. მაგალითად: დასუფთავებასთან დაკავშირებული პრობლემები, საწვავის შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე პროცესი, რომლის დროსაც ავტობუსებით მგზავრები თვითმფრინავებამდე მიჰყავთ და ეს ყველაფერი ვერ ესწრება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფრენების შეფერხება უკავშირდება ადგილობრივ შტორმებსაც, როდესაც პილოტები იძულებულნი არიან შეამცირონ ფრენის სიჩქარე. ქვეყანა კი, რომელშიც ყველაზე სერიოზული პრობლემები ფიქსირდება ამ მხრივ, დიდი ბრიტანეთია, სადაც პერსონალის დიდი ნაწილი გაათავისუფლეს პანდემიის დროს, ხოლო როდესაც ეპიდმდგომარეობა დასტაბილურდა, არსებული რაოდენობით მომსახურების გაწევა საგრძნობლად გართულდა.

onalem

ტესტ