fbpx
პოლიტიკა

“წელს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული ტრაგედიის ჩრდილში ვზეიმობთ” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ 25 მარტთან დაკავშირებული სამხედრო მარშის შემდეგ განცხადება გააკეთა და შეეხო ტემპის ტრაგედიასაც. პრემიერმა აღნიშნა, რომ წელს დამოუკიდებლობის დღეს ბერძენი ერი ეროვნული ტრაგედიის ჩრდილში ზეიმობს:

“ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ დიდი ეროვნული ტრაგედიის ჩრდილქვეშ ვზეიმობთ. როგორ შევძლებთ ჩვენი ერის ტრიუმებით შთაგონებას?! როგორც შევძლებთ ვისწავლოთ ამ ტრაგედიებისგან, რომლებიც ბერძენი ერის პროგრესის გზაზე ხდება?! ეს დღე პარალელურად არის ჩვენი შეიარაღებული ძალების ეროვნული დღე, დღე, როდესაც ჩვენი ქალები და მამაკაცები აღლუმზე გამოდიოდნენ და სიამაყის გრძნობით ეჭირათ ბერძნული დროშები.

არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეროვნული თავდაცვისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი რესურსები ბერძენი ხალხის ნაშთებიდან მოდის. მაგრამ ისინი უკიდურესად აუცილებელია ეროვნული დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და არის სოციალური პროგრესისა და ერთიანობის წინაპირობა.

გილოცავთ ყველა ბერძენს!

ვულოცავ მთელ საბერძნეთს!”

onalem

ტესტ