fbpx
პოლიტიკა

კასტელორიზო: თურქეთმა ეგეოსის ზღვაში საბრძოლო ხომალდები გამოუშვა

საბერძნეთის შეიარაღებული ძალები ბოლო საათების მანძილზე მაქსიმალურ მობილიზებაში არიან, ვინაიდან თურქული სადამკვირვებლო გემი, Oruc Reis, კრეტას აღმოსავლეთით მცურავი დააფიქსირეს. როგორც ქვემოთ მოცემულ რუკაზეა ნაჩვენები, საზღვაო ტერიტორია, რომელშიც გემი დაცურავდა, საბერძნეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას წარმოადგენს.

თურქული მხარის პოზიციით, აღნიშნული სადამკვირვებლო მისია ეფუძნებოდა მათ მიერ ლიბიასთან იურიდიულად დადებულ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ჰქონდათ მისი განხორციელების უფლება.

ეს კონკრეტული ტერიტორია მდებარეობს კასტელორიზოს სამხრეთ-აღმოსავლეთით.

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი უკვე შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროკავშირში გაიგზავნა მესიჯი, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია თურქეთს დაეკისროს სანქციები.

ამავე დროს, საბერძნეთი აქტიურად აკვირდება თურქეთის მოქმედებებს. ირკვევა, რომ აღნიშნულ სადამკვირვებლო გემს იცავენ სხვა საბრძოლო ხომალდები.

საერთო ჯამში ცნობილია, რომ თურქეთი ეგეოსის ზღვაში 22 საბრძოლო ხომალდის გამოშვებას აპირებს.

onalem

ტესტ