fbpx
პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთს ღიად ადანაშაულებს ანტირუსულ პროპაგანდაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა საბერძნეთს ანტირუსულ პროპაგანდაში ღიად ადანაშაულებს.

კერძოდ, ის ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საკმაოდ დაწვრილებით აღწერს მიზეზებს, რომელთა გამოც საბერძნეთს “დამნაშავედ” აცხადებს, აშკარა ანტირუსულ პროპაგანდაში:

“ჩვენ ყურადღება მივაქციეთ საბერძნეთში რუსეთის პოლიტიკის შეურაცხყოფის მიზნით დაწყებულ უპრეცენდენტო კამპანიას. მაღალი თანამდებობის პირები თავს უფლებას აძლევენ, რომ უხეში ბრალდებები წაუყენონ ჩვენს ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას. ისინი, ფაქტობრივად, ეჯიბრებიან კიდეც ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებების წამოყენებაში. ბერძნები ფარისევლურად საუბრობენ უკრაინის წინააღმდეგ “არაპროვოცირებულ თავდასხმაზე” და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ “პირველ მასობრივ შეჭრაზე” სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ უპირველეს ყოვლისა აშშ-სა და მისი თანამგზავრების დამსახურებით, ომებმა და კონფლიქტებმა მსოფლიო შეძრა ბოლო ათწლეულების განმავლობაში: 1999 წელს იუგოსლავიის დაბომბვა, ოპერაციები ერაყში, სირიაში, ლიბიაში, ავღანეთში. არავის აუღია პასუხისმგებლობა ამ ქვეყნებში მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილის სისხლისა და ტანჯვის გამო. 

ევროკავშირმა აირჩია ჩუმად უყუროს დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას და იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხის გრძელვადიანი გენოციდის მონაწილე. ახლა, ევროპა, მათ შორის საბერძნეთი, სრულად არის ინტეგრირებული კიევის რეჟიმის ადვოკატთა რიგებში და ამის ფონზე მიიღება სრულიად არასწორი, კრიმინალური გადაწყვეტილებები, მაგალითად, იარაღის გაგზავნა. ხელისუფლების მიერ რუსოფობიურმა ისტერიამ კი ზღვარს მიაღწია. საბოლოოდ კი, იარაღი მიმართული იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მათ შორის ბერძნების მიმართ, რომელთაც ფარად იყენებენ უკრაინელი ნაციონალისტური ბატალიონები. ისინი უკვე გახდნენ ამ არაადამიანური ტაქტიკის მსხვერპლნი.”

onalem

ტესტ