fbpx
პოლიტიკა

“თურქეთის ჯარმა უნდა განახორციელოს ოპერაცია საბერძნეთის კუნძულებზე, თუ საჭიროა, ომიც” – მასუმ ტურკერი

“თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა განახორციელონ გაწმენდითი ოპერაციები საბერძნეთის კუნძულებზე,” ამბობს თურქი ყოფილი მინისტრი, მასუმ ტურკერი და ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თურქეთ-საბერძნეთს შორის კლიმატი უფრო და უფრო იძაბება.

CNN Turk-თან საუბრისას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რომელიც 2002 წლის მთავრობის დროს იკავებდა თანამდებობას, აცხადებს, რომ არათუ სპეციალურ გაწმენდით ოპერაციას, არამედ საბერძნეთის წინააღმდეგ ომსაც კი ემხრობა, საკმარისია, რომ ლოზანის ხელშეკრულება იყოს დაცული.

“ამ კუნძულებიდან რამდენიმეზე თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა განახორციელონ სპეციალური გაწმენდითი ოპერაცია. უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები, რომ იქ შექმნილი სიტუაცია განვმუხტოთ. ეს ომი არ არის, მაგრამ თუ ომი საჭირო იქნება, დაე, მოხდეს. ომი შეიძლება მოხდეს, ჩვენი უფლებების დასაცავად, რომელიც ლოზანის ხელშეკრულებით გვაქვს მონიჭებული,” აცხადებს ის.

onalem

ტესტ