fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ის არ დაგემართოთ, რაც უკრაინას დაემართა” – თურქების რიტორიკა ყოველგვარ ზღვარს სცდება

თურქეთის მხრიდან უკვე საკმაო ხანია არა მხოლოდ პროვოკაციებს ვითვლით, არამედ მუქარების ქარცეცხლი არ წყდება. ერდოღანმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა: “ერთ ღამეს მოულოდნელად მოვალთ”, ახლა კი, თურქი ოფიციალური პირები საბერძნეთს აფრთხილებენ, რომ “იგივე არ დაემართოთ, რაც უკრაინელებს დაემართათ”.

“როგორც ზოგიერთები უკრაინას უმაგრებდნენ ზურგს და რუსეთთან კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიდნენ, იგივეს აკეთებენ ახლა საბერძნეთთან. შეგახსენებთ, რომ თურქებს ვერასოდეს გამოიჭერთ მახეში, არ გადააჭარბოთ ზღვარს, თურქები წმინდა ერია და წმინდა ერი არასოდეს დაუშვებს უსამართლობას მის მიმართ და კუთხეში მიმწყვდევის მცდელობას. საბერძნეთს არ აქვს თურქეთის შევიწროვების უფლება,” აცხადებს სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ვიცე-პრეზიდენტი.

მან ისიც დასძინა, რომ საბერძნეთმა არ უნდა მისცეს სხვა ქვეყნებს მისი მარიონეტის როლში გამოყენების უფლება: “ვურჩევთ საბერძნეთს, რომ არ შევიდეს თურქეთთან მტრულ ან კონკურენტულ ურთეირთობაში იმის რწმენით, რასაც სხვებისგან ისმენს. ჩვენ გვჯერა, რომ მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებების ფონზე, მეგობრული სამეზობლო ურთიერთობის ფარგლებში, შევძლებთ, მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები. სწორედ ამისთვის, თურქეთი ცდილობს, დაიცვას თავისი უფლებები ეგეოსის ზღვაში და ამავე დროს იცავს სამართლიანობას ყველა სხვა გაგებით,” აცხადებს პოლიტიკოსი.

onalem

ტესტ