fbpx
კრიმინალი

თაღლითობის ახალი სქემა საბერძნეთში: ზარი, რომელიც გატყობინებთ, რომ თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

საბერძნეთის პოლიცია მოსახლეობისთვის ავრცელებს გაფრთხილებას, რომლის საშუალებითაც თაღლითობის ახალი სქემის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. როგორც ირკვევა, ადამიანები იღებენ სატელეფონო ზარებს, რომლებიც ატყობინებთ, რომ მათ წინააღმდეგ აძღრულია სისხლის სამართლის საქმე და გარკვეული ნაბიჯების შესრულებით უნდა გაეცნონ დეტალებს.

ზარები ხორციელდება ბერძნულ ან ინგლისურ ენაზე და თაღლითური სქემის მონაწილეები თავს პოლიციის ოფიცრებად ასაღებენ, შესაბამისად, მოუწოდებენ მოქალაქეებს განახორციელონ გარკვეული მოქმედებები, რათა მიიღონ ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების შესახებ, რომელიც მათ წინააღმდეგაა აღძრული. მოგეხსენებათ ეს საკითხი საკმაოდ სენსიტიური შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანებისთვის, გამოიწვიოს შიში, ინტერესი და შესაბამისად, დაემორჩილოს თაღლითთა მითითებებს.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს არ დაუჯერონ მსგავს ზარებსა და შეტყობინებებს, არ გასცენ პირადი მონაცემები, საბანო ანგარიშების ნომრები და ონლაინ ბანკინგის მონაცემები, რადგან სქემა სწორედ აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებაზეა ორიენტირებული ისე, რომ მფლობელი ვერ ხვდება, რა მონაცემებს გასცემს მათზე.

onalem

ტესტ