fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: დააკავეს ალბანელი მამაკაცი, რომელიც სასტიკი მკვლელობისთვის 21 წელი იძებნებოდა

ალბანელი მამაკაცი კაკავიას ტერიტორიაზე დააკავეს, როდესაც სამშობლოში გადასვლას ცდილობდა. როგორც ირკვევა, საპასპორტო შემოწმების გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, 21 წელი იძებნებოდა.

არსებული ცნობებით, ალბანელმა თავისი თანამემამულე და კოლეგა 2001 წელს მოკლა. შემთხვევამ მაშინ პრევეზას ადგილობრივი საზოგადოება შოკში ჩააგდო. დამნაშავე ასევე ალბანელ მამაკაცს მარმარილოს გადამამუშავებელ საამქროში თავს დაესხა და ნიჩბის ჩარტყმით მოკლა. შემდეგ კი, ცხადია, მიიმალა და მთელი 21 წელი თავისუფლად დადიოდა.

სავარაუდოდ, მას ეგონა, რომ ვინაიდან პოლიციამ 21 წელი ვერ მიაგნო, მისი საქმე დახურული იქნებოდა და არც საზღვარზე შეექმნებოდა პრობლემა მოგზაურობაში, თუმცა, შეცდა. ის კაკავიაზე დააკავეს და როდესაც მონაცემების გადამოწმება მოხდა, დაუყოვნებლივ იოანინას განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ