fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება

2017 წლის 30 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ათენის ბიზანტიურ მუზეუმში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიება, საქართველოს ელჩთან იოსებ ნანობაშვილთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა დავით ჯალაღანიამ და საბერძნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული რეფორმირების მინისტრმა ქ-ნმა ოლგა იეროვასილიმ.

შესრულდა საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები. მიღებას დაესწრნენ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი ქ-ნი ელენი კუნდურა და სპორტის მინისტრი ბ-ნი გიორგოს ვასილიადისი, საბერძნეთის ომბუდსმენი ბ-ნი ა. პოტაკისი, საბერძნეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საბერძნეთის აკადემიური და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბერძენი ბიზნესმენები, ბერძნული მას–მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ცნობილმა ბერძენმა მომღერალმა იოვანნამ შეასრულა ქართული პოპულარული სიმღერები. მიღების პარალელურად, ბიზანტიური მუზეუმის ეზოში წარმოდგენილ იქნა ქართული ანბანის გამოფენა.

მიღებაზე გავრცელდა სამ-ენოვანი საინფორმაციო ბროშურები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავთან და საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების ამსახველი ინფორმაცია და საქართველოსთან დაკავშირებული სხვა ბეჭდვითი მასალა. ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა პოპულარულმა არხმა „ალფა TV“ და ჟურნალმა „Diplomatic Life“.

onalem

ტესტ