fbpx
საბერძნეთი

სულ მალე საბერძნეთის ბანკებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყება

საინტერესო ინფორმაციას, რომელიც სიახლეების დანერგვას უკავშირდება, ბერძნული მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა, უახლოეს მომავალში ბერძნულ ბანკებში მომსახურების სერვისებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას დაიწყებენ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ეფექტს.

როგორც საბანკო და საინვესტიციო სერვისების ყოფილი ომბუდსმენი, დიმიტრის პავლაკისი აცხადებს, ხელოვნური ინტელექტი დაეხმარებათ გააუმჯობესონ კომუნიკაცია და ურთიერთობა მომხმარებელთან.

ბუნებრივი ენის ალგორითმების გამოყენებით ბანკებს შეეძლებათ ამოიცნონ და ინტეპრეტაცია გაუწიონ თავიანთი კლიენტების საჭიროებებს, შესთავაზონ მათ პერსონალიზირებული ფინანსური გადაწყვეტილებები და რჩევები. ასევე, შესაძლებელი გახდება ტრანზაქციების ავტომატური დამუშავება და შესრულება, რაც შეამცირებს დროსა და ხარჯებს როგორც კლიენტის, ასევე ბანკისთვის.

ამას გარდა, ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს საბანკო სივრცეში უსაფრთხოების განმტკიცებას, სპეციალური ალგორითმების საშუალებით შესაძლებელი გახდება თაღლითობის მცდელობების ამოცნობა და საფრთხეების განსაზღვრა, შესაბამისად, მიიღება ზომები მათ აღმოსაფხვრელად.

onalem

ტესტ