fbpx
კატეგორიის გარეშე

ოჯახური ტრაგედია თესალონიკში: 32 და 38 წლის ძმები 6 საათის სხვაობით დაიღუპნენ

ტრაგედია თესალონიკში ერთ-ერთ ოჯახში მოხდა, რომელმაც არა ერთი, არამედ ორი ვაჟი ერთად დაკარგა. გარდაცვლილები არიან 32 და 38 წლის ძმები, რომელთაგან ერთ-ერთი ავარიაში მოჰყვა, მძიმედ დაშავდა და რამდენიმე ხანში, მდგომარეობის დამძიმების შედეგად დაიღუპა, ხოლო მეორეს, ძმის სიკვდილის ამბის გაგებისას გულის შეტევა განუვითარდა, ისიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

38 წლის თოდორი ავარიაში ივნისის დასაწყისში მოჰყვა და სხეულის მარჯვენა ნაწილი მძიმედ დაუზიანდა. შემდეგ ფეხზე ოპერაციაც ჩაუტარდა და სარებილიტაციო ცენტრში ჰყავდათ, თუმცა, მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა და ექიმმა მის ძმას დაურეკა, რომ ადგილზე მისულიყო. იქ მისვლის შემდეგ უთხრეს, რომ ძმა გარდაეცვალა და ერთ ტრაგედიას მეორე მოჰყვა – 32 წლის მამაკაცს მიოკარდიუმის ინფარქტი განუვითარდა 6 საათში გარდაიცვალა.

“ძმის სიკვდილი ვერ გადაიტანა, უკიდურესად დიდი ემოციური შოკი მიიღო და მისმა გულმა ვერ გაუძლო,” ამბობს მათი ბიძა.

როგორც ირკვევა, ოჯახიდან ცოცხალი მხოლოდ ბიჭების მამა დარჩა.

 

onalem

ტესტ