fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: მშობლებმა 4 მცირეწლოვანი ბავშვი მანქანაში ჩაკეტეს და თავად სუვლაკის მისართმევად წავიდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სერესში მოხდა. პოლიციამ 4 მცირეწლოვანი, მანქანაში არსებული ძლიერი სიცხისა და უჰაერობის გამო, ნახევრად გონებადაკარგულ მდგომარეობაში იპოვა და პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

საუბარია ბულგარელების ოჯახზე, რომელიც საბერძნეთში დროებით იყო ჩამოსული, თავიანთი მანქანით, რათა სანაპიროზე გასულიყვნენ. გვიან ღამით, უკან დაბრუნებისას, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ სუვლაკები მიერთვათ, ბავშვები კი, რომელთა ასაკიც 2-დან 8 წლამდეა, მანქანაში დაეტოვებინათ. მათ კარი ჩაკეტეს და წავიდნენ.

როგორც ირკვევა, ბავშვები გამვლელებმა შენიშნეს და მინაზე უკაკუნებდნენ, თუმცა, მცირეწლოვნები გონზე ბოლომდე ვერ მოდიოდნენ და არ რეაგირებდნენ, შესაბამისად, პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებულმა ოფიცრებმა მინა ჩაამტვრიეს და ბავშვები გამოიყვანეს.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, მშობლები კვების ობიექტიდან, რომელშიც წავიდნენ, მანქანას ვერ ხედავდნენ, თუმცა, აცხადებდნენ, რომ იფიქრეს, სწრაფად მიირთმევდნენ და უკან მალე დაბრუნდებოდნენ, საფრთხე კი, რომელიც ბავშვებს ელოდათ, ვერ გააანალიზეს.

ბულგარელები დააკავეს, მაგრამ მოკლე ხანში გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნდნენ.

onalem

ტესტ