fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მხოლოდ ავღანელები და ბოშები დაგვეხმარნენ, ბერძნები სანაპიროზე ყავას სვამდნენ” – ძლიერი ხანძარი სხიმატარიში

სხიმატარის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. ადგილზე მუშაობენ როგორც მაშველები, ასევე მოხალისეები, რომლებიც მათ ეხმარებიან და ძალებს არ იშურებენ ხალხის დასახმარებლად.

როდესაც ტელეკომპანია OPEN-ის ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა არსებულ ვითარებას, ერთ-ერთი მოქალაქე კამერაში გამოჩნდა და გაბრაზებული ყვიროდა, რომ ბერძნები არაფერს აკეთებდნენ და მხოლოდ და მხოლოდ ავღანელები და ბოშები ეხმარებოდნენ ცეცხლის ჩაქრობაში.

მისი თქმით, უცხოელები, ბანგლადეშელები, ავღანელები, ინდოელები, რომლებიც პლანტაციებში მუშაობდნენ, აქტიურობდნენ და დახმარებას ცდილობდნენ, ხოლო ბერძნები ყავას სვამდნენ სანაპიროზე.

onalem

ტესტ