fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: ხვალიდან ამინდი უარესდება!

ხვალიდან საბერძნეთში ამინდი კვლავ იცვლება და ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ნალექი.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, შაბათს ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში მოსალოდნელია წვიმა, იმავეს ვარაუდობენ კვირასაც.

ტელევიზია ΣΚΑΪ-ზე ხრისტინა სუზიმ განაცხადა, რომ შაბათ-კვირას ამინდი შეიცვლება და შეიძლება სამუშაო დღეებშიც გაგრძელდეს, ამიტომ მაყურებელს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მეტეოროლოგიური სამსახურის მიხედვით, ამინდის მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი შაბათს ღამით ცენტრალურ მაკედონიაში, აღმოსავლეთ თესალიაში, სპორადებში და ჩრდილოეთ ევიაში.

ერტის ტელევიზიის (ΕΡΤ) თანახმად, ამინდის ცვლილება კვირასაც არის მოსალოდნელი.

onalem

ტესტ