fbpx
საბერძნეთი

ტავერნებში მირთმევა უკვე შეუძლებელი ხდება – ბერძნული სალათი “ხორიატიკი” 26 ევრომდე

წლევანდელ სეზონზე საბერძნეთში დასვენებას ცეცხლის ფასი აქვს და როგორც ჩანს, ზოგიერთ ტავერნაში მირთმევაც კი, საზოგადოების ნაწილისთვის შეუძლებელი ხდება – ეს მაშინ, როცა მხოლოდ ბერძნული სალათი, “ხორიატიკი” რომ შეუკვეთოთ, შესაძლოა 26 ევროც კი დაგიჯდეთ, თუმცა, ცხადია, მხოლოდ ერთი სალათით შიმშილს ვერ მოიკლავთ.

მოკლედ რომ აღვწეროთ რა მდგომარეობაა საბერძნეთის კუნძულებზე ან თუნდაც, ათენის ცენტრში მდებარე ტავერნებში, უნდა აღვნიშნოთ პირველ რიგში ისინი, რომელთაც აკროპოლის ხედი აქვთ. სავარაუდოდ, ვინაიდან დედაქალაქის ცენტრში სხედხართ და აკროპოლის ხედით ტკბებით, “ხორიატიკისთვის” 19 ევროს გადახდა მოგიწევთ. სანტორინზე იგივე სალათის საფასური 13 ევროა.

რაც შეეხება პლაკასა და თისიოს, ტრადიციული ბერძნული სალათის ფასი 11-დან 14 ევრომდეა, ხოლო მონასტირაკზე, სხვებთან შედარებით, ჯერ კიდევ ნორმალური ფასი აქვთ შენარჩუნებული – 7,80 ევრო.

ზოგადად, ფასები წელს გაზრილია 20%-30%-ით, რაც ნიშნავს, რომ თუ რომელიმე სალათი გუშინ 7 ევრო ღირდა, დღეს მინიმუმ 9 ევრო ღირს.

 

onalem

ტესტ