fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა ქალმა პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რომ მეუღლემ 5 წლის წინ შეურაცხყოფა მიაყენა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე მოხდა, სადაც ქალი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და საჩივარი შეიტანა, მეუღლის წინააღმდეგ.

პოლიციამ იფიქრა, რომ ქალი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა უახლოეს წარსულში ან იმავე დღეს, რადგან ის განყოფილებაში შუაღამეს გამოცხადდა. როდესაც ჰკითხეს, თუ რასთან დაკავშირებით შეჰქონდა საჩივარი და ზუსტად რა მოხდა, უპასუხა, რომ მეუღლესთან ჩხუბი მოუვიდა, მან კი აგინა, თუმცა, ეს ყველაფერი 5 წლის წინ მოხდა.

მან ისიც აღნიშნა, რომ თითქმის იგივენაირი შემთხვევა განმეორდა 2 თვის წინაც, თუმცა, პოლიციამ გადაამოწმა და ვერ მოძებნა ვერანაირი ინფორმაცია საკუთარ სისტემაში, რათა ქალის დახმარება შესძლებოდათ.

ოფიცრებმა ინციდენტი სისტემაში გაატარეს, მაგრამ ვინაიდან საკმაოდ ხანია გასული და არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა, მამაკაცი არ დაუკავებიათ.

onalem

ტესტ