fbpx
საზოგადოება

ომონიიდან აგიოს პანტელეიმონამდე: 25 წლის ფეხმძიმე გოგო პაკისტანელებმა და აფრიკელმა გააუპატიურეს

პოლიციამ პაკისტანის სამი მოქალაქე დააკავა, რომელმაც ფეხმძიმე 25 წლის გოგონა ჯგუფურად გააუპატიურა. ვრცელდება კადრებიც, თუ ვინ არიან ისინი და როგორ მიჰყავთ ხელბორკილებით.

ამბავს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ფაქტი, რომ გოგონამ მათგან დახმარება ითხოვა, მაგრამ ამის ნაცვლად უარეს კოშმარში აღმოჩნდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ის ომონიაზე საკუთარი ტელეფონის შესაკეთებლად მივიდა, იქ ერთი აფრიკული წარმოშობის მამაკაცი დახვდა, რომელმაც ერთ-ერთ ადგილას წაიყვანა, სადაც არავინ იყო და გააუპატიურა.

ირკვევა, რომ შოკში მყოფმა 25 წლის გოგომ დახმარება პაკისტანელებს სთხოვა, რომლებიც რამდენიმე ხანში იქვე შენიშნა. ისინი სავარაუდოდ დაჰპირდნენ, რომ უშველიდნენ, თუმცა, ომონიიდან აგიოს პანტელეიმონაზე მდებარე ბინაში ტაქსის საშუალებით მიიყვანეს, სადაც ჯგუფურად გააუპატიურეს.

გოგონა ბინაში ყვიროდა და საბოლოოდ მეზობლებმა მისი ხმა გაიგეს, პაკისტანელები კი, როცა მიხვდნენ, რომ მალე ადგილზე პოლიცია გაჩნდებოდა, გოგონას სახლის დატოვების უფლება მისცეს.

დასტურდება, რომ 25 წლის გოგო 3 თვის ფეხმძიმეა და მძიმე დეპრესია აქვს. თუმცა, მომხდარის ზუსტი გარემოებები და დეტალები უცნობია.

პოლიციამ პაკისტანელების ბინაში გოგონას გენეტიკური მასალა და ტანსაცმლის ნაგლეჯები იპოვა. ისინი დაკავებულები არიან, ხოლო აფრიკული წარმოშობის მამაკაცი ამ დრომდე იძებნება.

onalem

ტესტ