fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მუტაცია დელტა “ფეთქდება” – განიხილება კარანტინის შესაძლებლობა?!

მუტაცია დელტამ საბერძნეთში ექსპერტთა დიდი აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ფიქსირდება აღნიშნული ინდური მუტაციის ერთგვარი “აფეთქება” და საბჭო თვლის, რომ ამან შესაძლოა საგანგაშო მდგომარეობა შექმნას, თუ არ შეჩერდა.

ამ დროისთვის დაფიქსირებულია 18 შემთხვევა, საიდანაც 15 არის კრეტაზე. აქედან გამომდინარე უკვე შედგა საგანგებო შეხვედრა ხარდალიასსა და ციოდრას მონაწილეობით.

“ვფიქრობ, რომ ეს მუტაცია არის საკმარისად შემაშფოთებელი და უნდა ვიფიქროთ საბერძნეთის ყველა მხარეზე, არა მხოლოდ კრეტაზე. მას გავრცელება ელვის სისწრაფით შეუძლია, რადგან 60%-ით მეტად გადამდებია, ვიდრე ბრიტანული შტამი. 

რ გამოირიცხება კარანტინის დაწესების შესაძლებლობა, ადგილობრივად, სადაც ეს საჭირო იქნება, ამ შტამის შესაჩერებლად. ამ მუტაციის გამო პანდემიამ შეიძლება კურსი იცვალოს და საჭირო გახდეს, რომ ისევ ჩავიკეტოთ, თუმცა, ამ მომენტისთვის საუბარია მხოლოდ ადგილობრივ ჩაკეტვაზე,” აცხადებს კრეტაზე მოღვაწე პროფესორი, ნიკოს ძანაკისი.

 

onalem

ტესტ