fbpx
საზოგადოება

ქორწილიდან საავადმყოფოში: ბერძენმა ნეფე-პატარძალმა ერთმანეთი ქვაბებით სცემა

უჩვეულო შემთხვევა კრეტაზე, ხანიის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. წყვილისთვის მათი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე საავადმყოფოში მოხვედრით დასრულდა.

გუშინ, დაახლოებით, 22:30 საათზე, ახლად დაქორწინებული ცოლ-ქმარი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით მიიყვანეს. როგორც გაირკვა, ქორწილიდან რამდენიმე საათში მათ შორის შეკამათება მოხდა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და ორივე დაშავდა.

როგორც ექიმები ამბობენ, მათი დაზიენებები მიანიშნებს, რომ ჩხუბისას იყენებდნენ ჭურჭელს, მაგალითად: ქვაბებს, ჩანგლებს, კოვზებს და ა.შ.

ორივე მათგანი საავადმყოფოში რჩება, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

onalem

ტესტ