fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

კოკაინის საქმე: პროტესტი ცნობილი ადამიანების მხრიდან არ წყდება

კოლონაკში კოკაინით ვაჭრობის კრიმინალური სქემა მიმდინარე დღეების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. მას შემდეგ, რაც წილისწამება თემის გეორგანტასმა და სტათოკოსტოპულომ გააპრტოტესტეს, მათ კატერინა კენურღიუ მოჰყვა. ის თავისი ფოტოების უკანონოდ გამოყენების გამო ჩივის. ჟურნალისტებისა და ცნობილი პირების ტელეფონეზე ზარები არ წყდება, რადგან ყველას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს: იმ ადამიანთა სრული სია, ვინც კოკაინის საქმეში გარეულად ითვლება.

თითოეული პირი, რომლის სახელიც ტელევიზიით გახმაურდა, საქმეთან ყველანაირ კავშირს უარყოფს. კატერინა კენურღიუ მედია საშუალებებს სთხოვს, ნუ გამოაქვეყნებენ მის ფოტოებს ისეთ განცხადებებში, რომელშიც ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებით რაიმეა ნახსენები.

ასევე, პროტესტს გამოთქვამს ვასილის სტათოკოსტოპულუ და აღნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც რეალურად ამ საქმეშია გარეული, იგივე სახელი აქვს, მხოლოდ სხვა ოჯახიდან არის, ამიტომ შეცდომა დაუშვეს.

სასამართლო პროცესი 11 მაისს გაიმართება.

onalem

ტესტ