fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ნიკოს ხარდალიასის საგანგებო გამოსვლა და ახალი ზომები ხვალიდან საბერძნეთში

დღევანდელმა მონაცემებმა ექსპერტებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიდი შეშფოთება გამოიწვია. შესაბამისად, სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოს ხარდალიასმა საჭიროდ ჩათვალა, დღეს, 31 ივლისს, საჯაროდ გამოსულიყო და საბერძნეთის მოსახლეობას ახალი ზომები გააცნო.

კერძოდ, საბერძნეთში ძალაში შედის შემდეგი ზომები:

1. ხვალიდან ნიღბების ტარება სავალდებულოა აბსოლუტურად ყველა დახურულ სივრცეში, მათ შორის, ეკლესიებში. (გარდა კაფე-ბარებისა და რესტორნებისა)

2. 3 აგვისტოდან ქორწილებსა და ნათლობებში დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ 100 ადამიანის თავმოყრა.

3. აგვისტოს ბოლომდე აკრძალულია ფესტივალების და წვეულებების მოწყობა.

4. 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით აკრძალულია ვიზიტორების მიღება მოხუცთა თავშესაფრებში, უსახლკაროთა თავშესაფრებსა და საავადმყოფოებში.

5. 15 აგვისტომდე არ განხორციელდება ფრენები თურქეთთან, ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

6. ბარებში აკრძალულია ხალხის დგომა.

ძლიერ რეკომენდაციად რჩება ნიღბის გამოყენება ღია სივრცეებშიც, ანუ იქ, სადაც ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა ფიზიკურად შეუძლებელია.

onalem

ტესტ