fbpx
საბერძნეთი

პელოპონისოს უნივერსიტეტმა ვლადიმერ პუტინს საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პელოპონისოს უნივერსიტეტმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საპატიო დოქტორის სტატუსი ჩამოართვა.

პუტინმა აღნიშნული წოდება 2018 წელს მიიღო ისტორიის, არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის მართვის დეპარტამენტიდან. ახლა კი, უკრაინაში შეჭრისა და ბარბაროსული ქმედებების განხორციელების შემდეგ, უნივერსიტეტის საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისთვის ეს სტატუსი ჩამოერთმიათ. ინიციატივა კი ყოფილ რექტორს, თეოდოროს პაპათეოდოროს ეკუთვნის, რომელმაც ხელმოწერები შეაგროვა, დაახლოებით 500.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებელს უწოდებს და იმასაც აღნიშნავს, რომ დააგვიანეს კიდეც, ვინაიდან საჭირო იყო სპეციალური პროცედურის ჩატარება, რაც დროს მოითხოვდა. როგორც ირკვევა, ინიციატივის განხორციელება 6 მარტიდან დაიწყო და საბოლოო სახე ახლა მიეცა.

onalem

ტესტ