fbpx
საბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო გამოსვლა დღეს! რამდენი ევროთი გაიზრდება მინიმალური ხელფასი?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოს, 19:00 საათზე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი, საგანგებო ეთერით გამოვა და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას მინიმალური ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით.

როგორც მან უკვე დააანონსა, 1 მაისიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი მოიმატებს და ეს ზრდა იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი. პრემიერმა შეხვედრა გამართა ქვეყნის ფინანსთა მინისტრთან და კონსულტაციები შედგა შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

არსებობს წინასწარი ცნობები იმის შესახებ, რომ მინიმალური ხელფასის რაოდენობა 710 ევროს გადააჭარბებს.

დღეს მთავრობის სპიკერმა, იანის იკონომუმ განაცხადა, რომ ეს ზრდა ადამიანების შემოსავლებში საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს: “ეს იქნება შემოსავლის არსებითი და ღირსეული ზრდა.” 

ამას გარდა, ფინანსთა მინისტრმა, ხრისტოს სტაიკურამ დასძინა, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხია უმუშევრობა და ამ მაჩვენებლების შემცირებაზე მთავრობა აქტიურად იმუშავებს.

onalem

ტესტ