fbpx
საბერძნეთი

მკაცრი კონტროლი ათენში ნიღბების გამოყენებაზე, ახალი ზომების ფარგლებში

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის მთავრობამ უსაფრთხოების ახალი ზომები მიიღო და ნიღბების გამოყენება სავალდებულო გახდა ბევრ დაწესებულებაში, გარდა საჯარო ტრანსპორტისა.

ირკვევა, რომ შემოწმებებიც გამკაცრდა და ათენში ხალხი, ფაქტობრივად, ქუჩაშიც ნიღბით გადაადგილდება. მედია გვთავაზობს კადრებს ცენტრიდან, თუ როგორ მოძრაობს მოსახლეობა და ჩანს, რომ ხალხი პასუხისმგებლობით მოეკიდა ახალ ზომებს.

შეგახსენებთ, რომ პირბადის გამოყენება სავალდებულოა:

სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამსახურებში

ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში

ბანკებში

სუპერმარკეტებსა და მინიმარკეტებში

საკონდიტროებში

თონეებში

ხორცის მაღაზიებში

თევზის მაღაზიებში

სილამაზის სალონებში

ესთეტიკურ ცენტრებში

საჯარო ტრანსპორტში და ტაქსიში, როგორც ეს აქამდეც იყო.

მისი გამოუყენებლობა ისჯება 150 ევროთი.

onalem

ტესტ