fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს ელჩი საბერძნეთში დავით დონდუა საბერძნეთის პრეზიდენტს კატერინა საკელაროპულუს შეხვდა

2020 წლის 29 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით დონდუამ საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კატერინა საკელაროპულუს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს ელჩისა და საბერძნეთის პრეზიდენტის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

ელჩმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისათვის.

პრეზიდენტმა საკალაროპულუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მიესალმა ახალი ელჩის დანიშვნას და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა.


.

.