fbpx
რელიგია

“უკეთესია აგია სოფია იყოს მეჩეთი, ახლა იქ მოკლე კაბებით კი არა, ფეხზე გახდილები შევლენ” – ბერძენი მოძღვრის სკანდალური განცხადებები

ბერძენი მოძღვარი, ევანგელოს პაპანიკოლაუ ნამდვილ გმირად არის ქცეული თურქებისთვის. მან წარმოუდგენელი განცხადებები გააკეთა აგია სოფიას ტაძართან დაკავშირებით, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

“უკეთესია აგია სოფია იყოს მეჩეთი, როცა მუზეუმი იყო, ხალხი იქ მოკლე კაბებით შედიოდა და ყველაფერი უჩანდათ, ახლა კი, ისე შევლენ, რომ ფეხზე გაიხდიან. 

რომ არა თურქები, აგია სოფია დაინგრეოდა, ბერძნებს არ შესწევთ უნარი მისი შენარჩუნებისა და ვერც შეინარჩუნებდნენ. 

თურქების შემოჭრის დროს ოტომანებს საბერძნეთში არცერთი მონასტერი არ დაუხურავთ.”

ბერძნებში აღშფოთება გამოიწვია მოძღვრის ამ სიტყვებმა და იწერება, რომ სავარაუდოდ, მას არ აქვს ინფორმაცია იმ გმირ ნამდვილ გმირებზე, ქრისტიანობის დამცველ ბერძნებზე, რომლებმაც 400 წელი გაატარეს ტყვეობაში, რომ მართლმადიდებლური რწმენა გადაერჩინათ. რომ თურქები აუპატიურებდნენ ქალებს, ხოცავდნენ დედებს და მიჰყავდათ მათი შვილები, წვავდნენ სახლებს და ეკლესიებს, ანადგურებდნენ ხატებს.

ბერძენი მოძღვარი გამოვიდა და თურქებს მხარი დაუჭირა, ერს, რომელიც ელინიზმს ებრძოდა საუკუნეების მანძილზე.

ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რა პოზიცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით ბერძნულ ეკლესიას.

onalem

ტესტ