fbpx
საბერძნეთი

“ჭკვიანი” სკამები აგია პარასკევის ტერიტორიაზე – ინტერნეტი, განათება და ტელეფონის დატენვის შესაძლებლობა

აგია პარასკევის მუნიციპალიტეტმა ინოვაციური ნაბიჯი გადადგა და დაამონტაჟა “ჭკვიანი” სკამები, რომლებიც მზის ენერგიით მუშაობს. ისინი იყენებენ სპეციალურ პანელებს, რომლებიც მზის განახლებადი ენერგიით იმუხტება და მრავალფუნქციური დანიშნულების არის. პარალელურად, პატივს სცემენ გარემოს და არ იწვევენ ზიანს.

აღნიშნული “ჭკვიანი” სკამების მეშვეობით, რომელთაც აქვთ განათება, შეგიძლიათ დატენოთ თქვენი მობილური ტელეფონი(USB კაბელით) და დაუკავშირდეთ ინტერნეტს (4G). ისინი, ფაქტობრივად, არიან წყარო ელექტრო ენერგიისა და ინტერნეტისა, რომელიც ხანდახან გადაუდებლად გვჭირდება გარეთ ყოფნისას.

აგია პარასკევის მუნიციპალიტეტი გეგმავს სრულიად გადააკეთოს ცენტრალური მოედანი, რათა სხვა, განახლებული იერსახე შეიძინოს.

ცხადია, მოსალოდნელია, რომ მსგავსი ცვლილებები ვიხილოთ ათენის სხვა უბნებშიც.

 

onalem

ტესტ