fbpx
საბერძნეთი

დღეს დილით ორმაგი მიწისძვრა საბერძნეთში

დღეს დილით საბერძნეთში მიწისძვრის ორმაგი ბიძგი დაფიქსირდა.

კერძოდ, 08:19 საათზე, კუნძულ როდოსის სამხრეთ-დასავლეთით, 79 კილომეტრის მოშორებით, ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.

პირველი ბიძგის ძალამ 3, 7 ბალი შეადგინა, ხოლო მეორის 3,6 ბალი.

გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრის სიღრმე 10 კილომეტრია.

ამ დროისთვის მსხვერპლის ან მატერიალური ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

onalem

ტესტ