fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი გერმანიისგან მე-2 მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალისთვის 289 მილიარდ ევროს ითხოვს

საბერძნეთმა გერმანიას კომპენსაცია ოფიციალურად ჯერ კიდე 2019 წელს მოსთხოვა, როდესაც ქვეყანას მემარცხენეები, ალექსის ციპრას მეთაურობით მართავდნენ. კირიაკოს მიცოტაკის მთავრობამ კი, 2020 წელს განაცხადა, რომ ეს საკითხი ისევ ღიად რჩება და აქტიურია.

საუბარია 289 მილიარდის ევროს კომპენსაციაზე, რომელსაც საბერძნეთის გერმანიისგან ითხოვს, მეორე მსოფლიო ომის დროს, საბერძნეთის ტერიტორიაზე ნაცისტური გერმანიის შემოჭრის ფონზე მიყენებული ზარალისთვის. ამ თანხაში შედის ის სესხიც, რომელიც გერმანიამ საბერძნეთს თავის ცენტრალურ ბანშკი იძულებით შეატანინა.

1941 წლის 6 აპრილს ნაცისტები საბერძნეთში შეიჭრნენ და დახოცეს ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

გერმანული მხარე კი თვლის, რომ ეს საკითხი 1990 წელსვე გადაწყდა ე.წ. 2+4 შეთანხმებით, რომლის ფონზეც გაერთიანებულ გერმანიას შეეძლო მომდევნო წლებში სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ყოფილმა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიამ, ყოფილმა ოკუპანტმა სახელმწიფოებმა, საფრანგეთმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა.

დოკუმენტში პირდაპირ არ იყო ნახსენები ანაზღაურება და საბერძნეთი და პოლონეთი, ანუ ქვეყნები, სადაც გერმანია შეიჭრა, საერთოდ არ მოხვდნენ მოლაპარაკებებში.

2019 წელს ჩატარებულ საპარლამენტო სხდომაზე ითქვა, რომ საბერძნეთის პრეტენზიებს ჰქონდა იურიდიული საფუძველი, გერმანიის პოზიცია კი იყო “მისაღები”, მაგრამ არავითარ შემთხვევაში “სავალდებულო”.

onalem

ტესტ