fbpx
საბერძნეთი

“ქვებიც კი იცინიან” – 45 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა მიკონოზე 21.000 ევროდ სეზონის მანძილზე

“ქვებიც კი იცინიან” – ასეთ კომენტარს აკეთებენ ბერძნები ერთ-ერთ ვაკანსიაზე, რომელშიც აღნიშნულია, თუ რა ღირს კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოზე სეზონის მანძილზე კონკრეტული ბინის ქირაობა.

მიკონოსთვის ასტრონომიული ფასები არ არის გასაკვირი და აშკარაა, რომ აქ “მოკვდავი” ადამიანებისთვის ადგილი არ არის.

მოკლედ, რა ღირს სტუდიოს დიზაინის ბინა, რომლის ფართობიც 45 კვადრატული მეტრია?!

მეპატრონე მას, არც მეტი, არც ნაკლები, 21.000 ევროდ აფასებს მთელი სეზონის მანძილზე ქირაობისთვის, იგულისხმება 6 თვე, ანუ გათვლილია მათზე, ვინც აპირებს, რომ მთელი ზაფხული და ზოგადად, ტურისტული სეზონი კუნძულზე გაატაროს, სავარაუდოდ სამუშაოდ.

მაგალითისთვის, ვინაიდან ბინა 3 ადამიანზეა გათვლილი, დასაქმებულმა ადამიანმა, რომელიც სეზონზე კუნძულზე იცხოვრებს და იმუშავებს, 3.500 ევრომდე მხოლოდ ქირაში უნდა გადაიხადოს.

აღსანიშნავი კი ის არის, რომ მეპატრონის განმარტებით, ეს ბინა ოჯახის განთავსებისთვის არ არის შესაბამისი.

onalem

ტესტ