fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: კონტროლი სუპერმარკეტებში შესვლაზე 16 მარტიდან

განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრის, ნიკოს პაპათანასისის განცხადებით, ორშაბათიდან, 16 მარტიდან, სუპერმარკეტებში შესვლაზე კონტროლი დაწესდება. აღნიშნული ზომა მიიღება იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელება თავიდან ავირიდოთ.

პაპათანასისმა განმარტა, რომ სუპერმარკეტში ხალხის რაოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი კვადრატული მეტრია ტერიტორია.

უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ სუპერმარკეტებს ექნებათ მიტანის სერვისი, რომელიც იმოქმედებს კვირა დღესაც კი, ამრიგად, მოსახლეობას არ ექნება საკვების დეფიციტი.

ხვალიდან გაკონტროლდება სუპერმარკებში შესვლა, სავარაუდოდ, არ დაუშვებენ დიდი რაოდენობის ხალხის შესვლას ერთდროულად, რადგან როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, მთავრობის მიზანია არცერთი ადგილი არ იყოს ხალხით გადატვირთული.

როგორც ირკვევა, დასაშვები იქნება მხოლოდ 1 ადამიანი ყოველ 10 კვადრატულ მეტრზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ არის აუცილებელი სუპერმარკეტებში დიდი რაოდენობით საკვების შეძენა, რადგან ისინი არ დაიკეტება, ხოლო კვირა დღეს იმუშავებს მიტანის სერვისი (დელივერი).

გთხოვთ, გამოიჩინოთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა.

 

 

onalem

ტესტ