fbpx
პოლიტიკა

“მომდევნო თვე ძალიან რთული იქნება, გაიზრდება ინფიცირებულთა რიცხვი და დაიღუპება ხალხი”

“მომდევნო თვე ძალიან რთული იქნება და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი გაიზრდება. ამიტომ ეს ყველაფერი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. ჩვენ ამას შევძლებთ.

რთული პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის და ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობა გავაფრთხილოთ, რომ მომდევნო თვე ძალიან რთული იქნება. ეჭვი არ არის, რომ დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება და ბევრ სიცოცხლეს დავკარგავთ. ეს უნდა ვიცოდეთ. 

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შევეცადოთ ეს რიცხვი მინიმალური იყოს. რომ არ დავკარგოთ ის ადამიანები, რომელთა გადარჩენაც შეიძლება. ეს იქნება ჩვენი უდიდესი მცდელობა და მიზანი. 

მე ვხედავ, თუ რა ხდება სხვაგან და ვერ დაველოდები, როდის იფეთქებს კრიზისი საბერძნეთშიც. იმიტომ, რომ ერთმა კვირამ და რამდენიმე დღემ შეიძლება მოგვცეს განსხვავება იმ გზის საშუალებით, რომლითაც მივდივართ,” განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ კორონავირუსთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ სასურველია გაატაროთ მეტი დრო სახლებში. ქვეყნის მასშტაბით დაკეტილია აბსოლუტურად ყველაფერი, გარდა სუპერმარკეტების, აფთიაქების და მიტანის სერვისისა.

 

onalem

ტესტ