fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსის უდიდესი დარტყმა ბერძნულ ტურიზმზე

კორონავირუსის გავრცელებამ უკვე დიდი დარტყმა მიაყენა ბერძულ ტურიზმს. სფეროს, რომელზეც საბერძნეთის ეკონომიკა დგას. 2020 წელს უკვე 940.000-ით ნაკლები ტურისტია ქვეყანაში.

როგორც ირაკლიოს სასტუმროების მფლობელთა გაერთიანების გენერალური მდივანი, ალექსანდროს აგელოპულო ამბობს, აპრილში კიდევ უფრო დიდი ზარალის წინაშე დადგებიან და უახლოეს მომავალში არაფერი უკეთესის იმედი არ აქვთ.

ტურისტული სააგენტოების ფედერაციის პრეზიდენტი, ლისანდრო ცილიდისის თქმით, აღდგომის სეზონი მათთვის ძალიან ნეგატიური აღმოჩნდა და კლიენტურა უბრალოდ არ არსებობს:

“არ ვიცი, ბევრს ვიტირებთ თუ ცოტას, მაგრამ ყოველი მომდევნო 10 დღე თავის კბილებს გვაჩვენებს. ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ, დანაკარგი მინიმუმამდე შევამციროთ.”

onalem

ტესტ