fbpx
ჯანმრთელობა

კორონავირუსით საავადმყოფოს 53 წლის თანამშრომელი დაიღუპა – მეოთხე შემთხვევა საბერძნეთში

სამწუხარო ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევა ფიქსირდება. საუბარია 53 წლის მამაკაცზე, რომელიც თესალონიკის ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოში იყო მოთავსებული და ამავე საავადმყოფოს თანამშრომელი იყო.

შეგახსენებთ, რომ დაღუპულია კიდევ სამი ადამიანი, 90 წლის მამაკაცი პტოლემაიდაში, 66 წლის მამაკაცი პატრასში, ხოლო 67 წლის მამაკაცი ზაკინთოზე.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების 228 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 22-ის დაინფიცირების გზა უცნობია.

onalem

ტესტ