fbpx
საბერძნეთი

35 წლის იოანა პაპარიზუს სასტიკი მკვლელობა ლარისაში – იძებნება მისი პაკისტანელი შეყვარებული

ლარისადან გავრცელებულმა ამბავმა და კადრებმა საზოგადოებაში დიდი შოკი გამოიწვია. სასტიკად არის მოკლული 35 წლის ქალი, იოანა პაპარიზუ, მთავარ ეჭვმიტანილად კი მისი პაკისტანელი შეყვარებული სახელდება, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული და ამ დრომდე გაუჩინარებულია.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი პაპანასტასიუს ქუჩაზე მდებარე კორპუსის მიწისქვეშა სართულზე, ლეიბზე იპოვეს. ადგილზე პირველი მივიდა იქვე მდებარე მაღაზიის მფლობელი, რომელიც უსიამოვნო სუნმა შეაწუხა. როცა ქვემოთ ჩავიდა, საზარელი სურათის წინაშე დადგა – იოანა საბანში იყო გახვეული და ლეიბზე ეგდო. ქალმა მაშინვე გამოიძახა პოლიცია.

მოგვიანებით ჩატარებულმა პირველადმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ იოანა პაპარიზუს თავის არეში სერიოზული ტრამვა აქვს მიყენებული, ხოლო სასამართლო ექსპერტის ცნობით, ის დაახლოებით 1 კვირის წინ არის მოკლული.

რაც შეეხება ეჭვმიტანილ პაკისტანელს, მას კრიმინალური წარსული აქვს – ათენში დაკავებული იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე და პირობით იყო გათავისუფლებული, რაც ნიშნავს, რომ აკრძალული ჰქონდა ქვეყნიდან გასვლა.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანელმა 5 დღის წინ, სხვა ემიგრანტებთან ერთად, ჩრდილოეთ მაკედონიაში გადასვლა სცადა. არსებობს ვარაუდი, რომ მას იოანა უკვე მოკლული ჰყავდა და საბერძნეთიდან გაქცევას ცდილობდა, რაც შესაძლოა გამოუვიდა კიდეც. აქედან გამომდინარე გაცემულია მისი დაკავების საერთაშორისო ორდერი, იმ შემთხვევისთვის, თუ მეზობელ ქვეყნებში მიაგნებენ.

onalem

ტესტ