fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სიახლე! რა SMS ვაგზავნით შობა-ახალ წელს გადაადგილებისთვის და რა იკრძალება?!

საბერძნეთის მთავრობის სპიკერის, სტელიოს პეცას მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, შობა-ახალი წლის დღეებში მოსახლეობას შეეძლება მიმოსვლა, 22:00 საათამდე, თუმცა, უმნიშვნელოვანესია, რომ სადღესასწაულო მაგიდაზე ვესტუმროთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ისედაც ყოველდღიური შეხება გვაქვს და არ მოვინახულოთ ისინი, ვისთანაც ხშირ კონტაქტში არ შევდივართ.

“24 დეკემბერს შემოწმებები იქნება საკმაოდ მკაცრი. თუკი ვინმე მთელ ოჯახთან ერთად სხვაგან მიმავალი დაფიქსირდება, ჯარიმა იქნება ძალიან დიდი, ვინაიდან დაეკისრება თითოეულ პირს.

შობასა და ახალ წელს შეგვიძლია გადავაადგილდეთ SMS-ის საშუალებით, ვაგზავნით ციფრს 6 ნომერზე 13033. თუმცა, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ წრე, რომელშიც შევხვდებით დღესასწაულებს. ნუ წავალთ იმ ხალხთან, რომელთანაც არ გვაქვს ხშირი კონტაქტი, არამედ შევიკრიბოთ მხოლოდ ოჯახის წევრები და ადამიანები, რომლებთანაც მაინც გვიწევს ურთიერთობა,” განაცხადა პეცასმა.

ამრიგად, 24 და 31 დეკემბერს გადაადგილება შესაძლებელი იქნება ციფრი 6-ის გაგზავნით. რაც შეეხება 7 იანვარს კარანტინის პირობების მოხსნას, პეცასის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

“უნდა დავუჯეროთ ექსპერტებს, მათ, ვინც ამ ბრძოლაში წინა ფრონზე არიან.”

onalem

ტესტ