fbpx
კრიმინალი

პოლიციის გაძლიერებული კონტროლი ათენის ცენტრში – დაკავებულია 6 ადამიანი

როგორც უკვე ცნობილია, ატიკის მასშტაბით, განსაკუთრებით ათენის ცენტრალურ უბნებში პოლიცია აქტიურად ახორციელებს შემოწმებებს. კონტროლი მიმართულია არალეგალური მიგრაციისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის აღმოფხვრისკენ.

არსებული ცნობებით, ათენის ცენტრსა და დასავლეთ ატიკაში ბოლო სამი დღის მანძილზე პოლიციის ოფიცრებმა 146 ადამიანი შემოწმეს, შედეგად გამოვლინდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები და შესაბამისად დააკავეს 6 ადამიანი.

ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: კოკაინი, ჰეროინი, მეტამფეტამინი, გარკვეული ტაბლეტები, ასევე ნაღდი ფული, 860 ევროს ოდენობით, უსაფრთხოების 9 კამერა და ორი მონიტორი.

როგორც საბერძნეთის პოლიცია იუწყება, შესაბამისი დეპარტამენტი შემოწმებებს უწყვეტად, დიდი ინტენსივობით გააგრძელებს.

onalem

ტესტ