fbpx
საზოგადოება

“4 თვე გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ყოველდღე საკუთარ თავს ვეუბნები: “შენ მამა გახდი”” – პანოს იოანიდის

ყველასათვის ცნობილი შეფი, პანოს იოანიდი, 4 თვის წინ მამა გახდა. ის მედიასთან პირველად საუბრობს საჯაროდ და როგორც ჩანს, მამის ამპლუაში თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

“ოჯახში ახალი წევრი, კონსტანტინო გვყავს. ნელ-ნელა ვხვდები, რომ უკვე მამა ვარ. ოთხი თვე გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ყოველდღე, როცა დილით რძეს ვუმზადებ, საკუთარ თავს ვეუბნები: “შენ მამა გახდი”. ეს არის ყველაზე დიდი სიყვარული, რაც კი ოდესმე ადამიანის მიმართ მიგრძვნია.

რაც შეეხება მის ხასიათს, არ არის რთული ბავშვი. არ გვძინავს იმდენი, როგორც ადრე, მაგრამ არც დიდი პრობლემის წინაშე არ ვდგავართ. პირველი, რაც სოტირის კონტიზას ვკითხე იყო, თუ როგორ მოვათავსო ბავშვი მანქანის სპეციალურ სავარძელში. სოტირი ამ საკითხებში ვეტერანია, რჩევებს გვაძლევს, ვინაიდან 3 შვილი ჰყავს. ბავშვი და ოჯახი არ არის ის, რასაც შენ განსაზღვრავ. ბავშვი ცვლის ბალანსს წყვილს შორის, მაგრამ უკეთესობისკენ. შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა ჩართო მესამე ადამიანი, რომელიც იქამდე არ არსებობდა,” ამბობს იოანიდი.

 

onalem

ტესტ