fbpx
საბერძნეთი

1 მაისიდან ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით – საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო გამოსვლა

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი, დღეს საგანგებო ეთერით გამოვიდა, რომლის ფარგლებშიც ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეპიდმდგომარეობასა და ზომების მოხსნის საფუძვლებზე.

“ჩვენ შევდივართ კორონავირუსთან თანაარსებობის ახალ ფაზაში. ისევ იარსებებს გარკვეული ზომები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქნება ვალდებულებები, ადამიანებმა სურვილისამებრ უნდა დაიცვან ისინი. ახლა სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დაინფიცირდა და გადაიტანა ვირუსი, გაძლიერდა ჯანდაცვის სისტემაც და კიდევ გაძლიერდება 1,5 მილიარდი ევროს რესურსით.”

მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე მრავალი შეზღუდვა ამოქმედდა საბერძნეთში და აღიარა, რომ ზოგიერთი მათგანი ნამდვილად ძალიან მკაცრი იყო. პარალელურად, ისიც განმარტა, რომ მთავრობის მიზანი პანდემიით გამოწვეული დანაკარგის მაქსიმალურად შემცირება იყო.

“1 მაისიდან ჩვენ შევდივართ ახალ ჩარჩოში და მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც საჭირო იქნება. ახლა ეპიდმდგომარეობა გათავისუფლების საშუალებას გვაძლევს.

აღდგომის დღესასწაულს არსებული შეზღუდვებით შევხვდებით, ხოლო 1 მაისიდან დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას. ჯანდაცვის სამინისტრო კი ძველი დატვირთვით იმუშავებს, ნებისმიერ პრობლემასთან გასამკლავებლად,” აცხადებს პლევრი.

 

onalem

ტესტ